top of page

FESTIVAL INFO 2025

Untitled-2.jpg

 

6-12 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“.

 

ფესტივალზე იყო წარმოდგენილი სამი პროგრამა - ძირითადი პროგრამა, არასაკონკურსო ფილმების პროგრამა, რეტროსპექტივა „ქართული პანორამა“. სამივე პროგრამამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. ძირითად პროგრამაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები. არასაკონკურსო პროგრამა მაყურებელს სთავაზობდა სპორტულ თემატიკაზე სხვადასხვა წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებს. რეტროსპექტივაში „ქართული პანორამა“ ნაჩვენები იქნა ქართული სპორტული დოკუმენტური კინოს ბოლო 70 წელიწადში გადაღებული საუკეთესო ფილმები.

ფესტივალმა „ნიკემ“ პირველმა საქართველოში აღნიშნა ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი“ ეკრანებზე გამოსვლიდან 50 წლის იუბილე. ფესტივალის ფარგლებში დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ალექსანდრე ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“ სპეციალური ჩვენება.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტების მასტერკლასები და საჯარო ლექციები.

ფესტივალს ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები: რეჟისორები, პროდიუსერები, ოპერატორები, სცენარისტები, მსახიობები.

 

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკეს“ საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა:

 

მარინა კერესელიძე - ჟიურის თავმჯდომარე (ხელოვნებათმცოდნე, კინოს

ისტორიკოსი და ჟურნალისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი).

 

ირაკლი პაპავა - ჟიურის თავმჯდომარის მოადგილე (კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი).

 

არსენ არაკელიანი - (კინორეჟისორი, დოცენტი, RAU-ს ტელესტუდიის ხელმძღვანელი, სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი).

 

მიხეილ ჭიაურელი - (სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი).

 

გიგა გვენცაძე - (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი).

 

12 სექტემბერს შედგა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია.

საერთაშორისო ჟიურიმ და ფესტივალის დირექციამ გადასცა შემდეგი პრიზები:

ფესტივალმა "ნიკემ" ქართულ სპორტულ კინოში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

ფესტივალმა "ნიკემ" ქართული სპორტული კინომემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დააჯილდოვა კინოოპერატორი, სტუდია "მემატიანეს" დირექტორი  რევაზ მახათაძე.

ფესტივალმა "ნიკემ" ქართული სპორტის და სპორტული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ცნობილი ქართველი ალპინისტი ბენო ქაშაკაშვილი.

 

ფესტივალის გამარჯვებულები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "თეთრი ბალახი". რეჟ: ლუკა ბაჩალიაშვილი.

ჟიურის სპეციალური დიპლომი - "სოხუმის ფეხბურთელი მერი". რეჟ: ენემეო სიდიანი, სცენარი ავტორი ნანა ქარდავა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "ბერნიდან - ბერლინამდე". რეჟ. მანფრედ ოლდენბურგი.

საუკეთესო მხატვრული ფილმი - "კიდევ ერთი მოწონება". რეჟ: კაროლი პალფაი.

ალექსანდრე ჟღენტის პრიზი - "ტოკიოს გიგანტი-ვიქტორ სტარფინის ისტორია". რეჟ: ჩავდარ გეორგიევი.

ნანა მჭედლიძის პრიზი - "მედლის მეორე მხარე". რეჟ: ანა მაქსიმი.

ჟიურის სპეციალური პრიზი - "სამშობლო - საქართველო, ჭიდაობა - ქართული".ავტორი და პროდიუსერი: გიორგი შიუკაშვილი.

გრანპრი - "ბეკენბაუერი, უკანასკნელი კაიზერი". რეჟ: ტორსტენ კიორნერი.

დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებული ფილმების ტრეილერები შეგიძლიათ იხილოთ

"ნიკეს" YOUTUBE-ის არხზე: https://www.youtube.com/@FestivalNIKE

 

 

 

The Sport Film International Festival “NIKE” was held in Batumi on September 6-12.

 

The festival featured three programs - the main program, the out-competitive film program, and the retrospective “Georgian Panorama”. All three programs aroused great interest among the audience. The main program featured: feature, documentary, and short films from various countries. The out-competitive program offered the audience Georgian films shot on sports themes in different years. The retrospective “Georgian Panorama” showed the best films made in the last 70 years of Georgian sports documentary cinema.

The festival “NIKE” was the first in Georgia to celebrate the 50th anniversary of the release of Nana Mchedlidze’s feature film “The First Swallow”. Within the framework of the festival, a special screening of the documentary film “Long Live Georgian Football” by the famous Georgian film director Alexander Zhgenti was dedicated to his 80th birthday.

Master classes and public lectures by Georgian and foreign filmmakers were held within the framework of the festival.

The festival was attended by Georgian and foreign filmmakers: directors, producers, cameramen, screenwriters, actors.

 

International jury:

Marina Kereselidze - Chairman of the jury (art critic, film historian and journalist, member of the Georgian Film Academy).

 

Irakli Papava - Deputy Chairman of the jury (film director, screenwriter, member of the Georgian Film Academy).

 

Arsen Arakelyan - (film director, associate professor, head of the RAU TV studio, member of the Armenian Cinematographers' Union).

 

Mikheil Chiaureli - (screenwriter, director, producer, member of the Georgian Film Academy).

 

Giga Gventsadze - (President of the Georgian Sports Journalists' Association).

 

On September 12, the Sports Film International  Festival NIKE  Awards Ceremony was held.

The international jury and the festival management awarded the following prizes:

The Festival NIKE awarded film director Mikheil Chiaureli for his contribution to Georgian sports cinema.

The Festival NIKE awarded cinematographer, director of the Mematiane Studio, Revaz Makhatadze for his work in preserving and preserving the Georgian sports film heritage.

The Festival NIKE awarded the famous Georgian mountaineer Beno Kashakashvili for his contribution to the development of Georgian sports and sports cinema.

 

Festival winners:

Best short film - "White Grass". Dir: Luka Bachaliashvili.

Special Jury Diploma - "The Footballer Mayor of Sokhumi". Dir: Enemeo Sidiani, screenwriter Nana Kardava.

Best documentary film - "From Bern to Berlin". Dir: Manfred Oldenburg.

Best feature film - "One More Like". Dir: Karoly Palfai.

Alexander Zhgenti Prize - "Tokyo Giant - The Story of Victor Starfin". Dir: Chavdar Georgiev.

Nana Mchedlidze Prize - " The Reverse Side Of The Medal l". Dir: Anna Maxim.

Special Jury Prize - "Homeland - Georgia, Wrestling - Georgian". Author and Producer: Giorgi Shiukashvili.

Grand Prix - "Beckenbauer, the Last Kaiser". Dir: Torsten Korner.

You can watch the awards ceremony and the trailers of the winning films on the

"NIKE" YOUTUBE channel: https://www.youtube.com/@FestivalNIKE

bottom of page