სპორტული ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ გაერთიანდა სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციაში FICTS
- Natia Khorbaladze
- Jul 19
- 1 min read
Updated: Jul 20
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ განთავსდა FICTS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფესტივალი „ნიკე“ მიწვეულია მილანის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების FICTS-ის ჩელენჯზე.
კინემატოგრაფისტებს ეძლევათ შანსი მათ მიერ სპორტული ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე „ნიკე“ წარმოდგენილი ფილმები ნაჩვენები იყოს 2026 წლის მილანის ჩელენჯზე.
სრული ინფორმაციის ნახვას შეძლებთ ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

